ირაკლი კობახიძე: ქართული არქიტექტურის გამოჩენილ ოსტატს, ვახტანგ დავითაიას ვულოცავ 90 წლის იუბილეს, მისი შემოქმედება ღირებული შენაძენია ქართული კულტურისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართული არქიტექტურის გამოჩენილ ოსტატს, ვახტანგ დავითაიას 90 წლის იუბილეს ულოცავს.

მთავრობის მეთაურის თქმით, მისი შემოქმედება ღირებული შენაძენია ქართული კულტურისთვის.

„ქართული არქიტექტურის გამოჩენილ ოსტატს, ბატონ ვახტანგ დავითაიას ვულოცავ 90 წლის იუბილეს!

მისი შემოქმედება ღირებული შენაძენია ქართული კულტურისთვის. უმნიშვნელოვანესია მისი, როგორც პედაგოგის მოღვაწეობა და არქიტექტორთა ახალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილი.

ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებ ბატონ ვახტანგს!“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ასევე იხილეთ