ტრამპი: პრეზიდენტობის პირველივე დღეს ხელს მოვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას, რათა დასრულდეს ბავშვების სქესობრივი დასახიჩრება

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქალაქ ფინიქსში სიტყვით გამოსვლისას თავისი ადმინისტრაციის გენდერულ პოლიტიკაზე ისაუბრა.

„პრეზიდენტობის პირველივე დღეს შევაჩერებთ ტრანსგენდერებთან დაკავშირებულ სიგიჟეს. ხელს მოვაწერ აღმასრულებელ ბრძანებებს, რათა დასრულდეს ბავშვების სქესობრივი დასახიჩრება და მოხდეს ტრანსგენდერთა გაძევება ჯარიდან და ჩვენი სკოლებიდან. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი: მამაკაცი და ქალი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ასევე იხილეთ