მაკა ბოჭორიშვილი რადიკალებზე: მთავარი მიზანია, როგორღაც ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ იმ ძალებმა, რომელთაც ვხედავთ, როგორ მოქმედებენ ბოლო 4 წელია
„მთავარი მიზანია, როგორღაც ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ იმ ძალებმა, რომელთაც ვხედავთ, როგორ მოქმედებენ ბოლო 4 წელია განსაკუთრებით აქტიურად – რამდენად გამოსდით, თუ არ გამოსდით ეს მათ, ამაზე პასუხს სცემს ჩვენი საზოგადოება”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალების გეგმებზე საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, საჭიროა, სიმშვიდითა და კეთილგონიერებით უპასუხონ ყველა იმ ქმედებას, რაც ქვეყნის შიგნით არის ან გარედან მოდის.
„ყველაფერს აქვს თავისი საფუძველი, თუ რატომ არის ეს მოქმედებები და გარკვეული მიზნებიც ვიცით. მთავარი მიზანია, როგორღაც მიიღონ ის, რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ იმ ძალებმა, რომელთაც ვხედავთ, როგორ მოქმედებენ ბოლო 4 წელია განსაკუთრებით აქტიურად – რამდენად გამოსდით, თუ არ გამოსდით, ამაზე პასუხს სცემს ჩვენი საზოგადოება. თითქოს, ცოტა რთულია ამაზე საუბარი, თუნდაც 1 000 ადამიანი იყოს ქუჩაში გამოსული, მაგრამ აქ საუბარია ძალიან დიდ საზოგადოებაზე, ქართულ საზოგადოებაზე და იმ დიდ კეთილგონიერებაზე, რომელიც ამ საზოგადოებას ამასობაში აღმოაჩნდა, აქვს და გარკვეული მოთმინებითაც და სიმშვიდითაც აკვირდება ამ ყველაფერს, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.