მაკა ბოჭორიშვილი: საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობები რაც იყო, ეუთო/ოდირის დასკვნით ყველაფერი ბათილდება

„მე უფრო მეტად დავინტერესდებოდი, რა კვალია ამ ხალხის მიზნებში და ამ ხალხის მოქმედებაში, როდესაც ისინი ასე გამალებით ებრძვიან ყველაფერს, რაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას უკავშირდება”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ე.წ. რუსულ კვალზე საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ეუთო/ოდირის დასკვნა შეაფასა და აღნიშნა, რომ ერთი პირადობით მასიურად ხმის მიცემის ფაქტები აბსოლუტურად ცრუ ბრალდება იყო.

„რეალურად, ამ დასკვნაში ახალი ხომ არაფერია?! ყველაფერი არის უბრალოდ უფრო გაშლილი, რაც ჩვენ უკვე მოვისმინეთ პირველადი შეფასებების დროსაც. სხვათა შორის, როდესაც ერთი პირადობით რამდენჯერმე ხმის მიცემაზე იყო საუბარი, ეს კითხვა დაუსვეს მისიის ხელმძღვანელსაც პრესკონფერენციაზე, კარგად მახსოვს, რა პასუხიც გასცა – ასეთი ბრალდებები იყო, თუმცა ერთი მცდელობის ფაქტი დავაფიქსირეთო – ისიც მცდელობა იყო. შესაძლოა, ვიღაც ეცადა, შესულიყო უბანზე, თუმცა, ეს არ განხორციელდა. ერთი მცდელობა და მასიურად პირადობის მოწმობით ხმების მიცემის ფაქტები ეს უკვე სხვადასხვა რამ არის. იმთავითვე ჩანდა, რომ ეს აბსოლუტურად ცრუ ბრალდება იყო, რომელიც შესაბამისად ვერ მოხდებოდა დასკვნაში. შექმნილი იყო იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მომხდარიყო“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობები რაც იყო, ეუთო/ოდირის დასკვნით ყველაფერი ბათილდება.

„მთელი ფოკუსი ახლა მიმართულია რეკომენდაციებზე და მათ შესრულებაზე. ესეც არის ამ დასკვნის სულისკვეთება“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ