დონალდ ტრამპი: ოვალურ კაბინეტში შესვლიდან პირველივე დღეს დავიწყებთ აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის უმსხვილეს ოპერაციას

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში მოსვლის პირველივე დღიდან ამ დრომდე არნახული მასშტაბის დეპორტაციის შესახებ აღმასრულებელი განკარგულების ხელმოწერას გეგმავს. ამის შესახებ ტრამპმა გამარჯვების შემდეგ მხარდამჭერებთან პირველ შეხვედრაზე განაცხადა.

„ოვალურ კაბინეტში პირველივე დღეს, ხელს მოვაწერ რიგ ისტორიულ განკარგულებებს, რათა დავხურო ჩვენი საზღვარი არალეგალი მიგრანტებისთვის და შევაჩერო ჩვენს ქვეყანაში ეს შემოჭრა. ამავე დღეს ჩვენ დავიწყებთ ამერიკის ისტორიაში დეპორტაციის უმსხვილეს ოპერაციას, ვიდრე ეს დუაიტ ეიზენჰაუერის დროს იყო“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ასევე იხილეთ