კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ. კადეტებს მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემ და ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და თავდაცვის ძალებისთვის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მნიშვნელობა აღნიშნეს.
საახალწლო ღონისძიებაზე კადეტთა შემოქმედებითმა ჯგუფმა სტუმრებს მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა შესთავაზა. მოზარდებმა მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.