ზელენსკი: არსებობს რისკი, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებითი ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა გააგზავნოს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 3000-ზე მეტი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა კურსკის ოლქში და გააფრთხილა, რომ ფხენიანს შეუძლია მეტი ჯარისჯაცისა და აღჭურვილობის გაგზავნა რუსეთში.
„არსებობს რისკი, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებითი ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა გააგზავნოს. ჩვენ გვექნება ხელშესახები რეაგირება ამაზე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.