WeChat-ში, ჩინეთის ყველაზე პოპულარულ სოციალური მედიის პლატფორმაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფიციალური ანგარიში გაიხსნა
დაცული ტერიტორიების სააგენტომ პოპულარულ ჩინურ პლატფორმა WeChat-ზე ანგარიში გახსნა, რათა საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალი ჩინელ მომხმარებლებს გააცნოს.
WeChat, რომელიც 1.3 მილიარდზე მეტ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს, მრავალფუნქციური პლატფორმაა და კომუნიკაციის, სერვისებისა და მარკეტინგის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ახალი ანგარიშის საშუალებით, სააგენტოს შეუძლია მარტივად და ეფექტიანად გაავრცელოს ინფორმაცია საქართველოს უნიკალური ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების შესახებ, გააუმჯობესოს ტურისტებთან და სააგენტოებთან კომუნიკაცია და გააღრმაოს ცნობადობა ჩინურ ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ WeChat Facebook-ის მსგავსი სოციალური პლატფორმაა, რომელიც ჩინეთში ფართოდ არის გავრცელებული და ჩინელი მოსახლეობის უმრავლესობისთვის ძირითად საკომუნიკაციო ქსელს წარმოადგენს.
WeChat-ის ანგარიშის შექმნა ხელს შეუწყობს საქართველოს დაცული ტერიტორიების უნიკალური მიმართულების პოპულარიზაციას, ჩინელი ტურისტების დაინტერესებას და, შესაბამისად, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას.