გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე: ეზიზღება ამ ქალს ყველანაირი ქართული, ყველანაირი სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკა და ზოგადად ყველაფერი, რაზეც დგას სახელმწიფო

“რომ მოეთრა ეს ქალი, შემდეგ წელს ეგრევე პოლიციელის მკვლელი შეიწყალა. მაშინ კიდევ უფრო გამიმყარდა რწმენა, რომ ამ შემთხვევაში სავლეს, პავლედ მოქცევა გამორიცხულია-თქო”, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“წათრევისას, ისევ ჩვენი გმირი პილიციელების წინააღმდეგ იბრძვის ყველა ხერხით და უცხოურ პრესასთან, მათი ე.წ “გაშავებით” არის დაკავებული, ვითომ ამფეტამინს იღებენ და იღებდნენ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას. ეზიზღება ამ ქალს ყველანაირი ქართული, ყველანაირი სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკა და ზოგადად ყველაფერი, რაზეც დგას სახელმწიფო. პუტჩისტი და პუტჩისტების მეხოტბე ქალი იყო და ეგეთივე დარჩება, სანამ მის ამორალურ, ზნედაცემულ სულს არ ჩააბარებს არსთაგამრიგეს(ასი წლის მერე)”, – წერს გამსახურდია.

 

ასევე იხილეთ