უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის წარმომადგენელი: ტრამპს სურს მშვიდობა, რომელიც იქნება სამართლიანი
“ტრამპს სურს მშვიდობა, რომელიც იქნება სამართლიანი, რეგიონში მშვიდობა მისი საერთაშორისო დღის წესრიგის უპირველესი პრიორიტეტია”, – ამის შესახებ უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა „ფოქს ბიზნესის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
ამისი თქმით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი არ აპირებს მინსკის შეთანხმების მსგავს პროცესში შესვლას, რადგანაც ის წარუმატებელი აღმოჩნდა.
„პრეზიდენტი ამ გზით არ წავა. ტრამპი აცნობიერებს იმ ურთიერთობების მნიშვნელობას, რომელიც მას აქვს მოკავშირეებთან და ასევე ვლადიმერ პუტინთანაც. ის გახლავთ ადამიანი, რომელსაც ამის დასრულება შეუძლია და მე მჯერა, რომ ის ამას გააკეთებს“, – განაცხადა კელოგმა.