ნინი ვარდოსანიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ისმის ბრალდებები ბულინგზე და აგრესიაზე მაშინ, როცა ბულინგი მათი დამკვიდრებულია

სამართალდამცავს ნიღბიანს უწოდებენ, როგორც დამნაშავეს, მეორე მხრივ, თავად სახედაფარულები სჩადიან დანაშაულებრივ ქმედებებს. სამშობლოს ღალატზე გვესაუბრებიან, თავად კი სხვების დავალებებს ასრულებენ. იჭრებოდნენ ტელევიზიებში გუშინ, იჭრებიან ტელევიზიებში დღეს. გვახსოვს, კაბინეტებიდან გვიმახსოვრებდნენ, ახლა ოპოზიციის რიგებიდან იმუქრებიან”, – განაცხადა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრმა, ნინი ვარდოსანიძემ დღეს, საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას.

ვარდოსანიძის განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ ბიზნესის რეკეტი, ბიზნესის ბოიკოტით ჩაანაცვლა, ისმის მათი ბრალდებები ბულინგზე და აგრესიაზე, მაშინ, როცა ბულინგი მათი დამკვიდრებულია, იბრძვიან დემოკრატიის სახელით და ამავე დროს, ფეხქვეშ თელავენ ყველა განსხვავებულ აზრს.

„ბიზნესის რეკეტი, ბიზნესის ბოიკოტით ჩაანაცვლეს. ისმის ბრალდებები ბულინგზე და აგრესიაზე, მაშინ, როცა ბულინგი მათი დამკვიდრებულია. იბრძვიან დემოკრატიის სახელით და ფეხქვეშ თელავენ ყველა განსხვავებულ აზრს. არათუ განსხვავებულ აზრს, აზრის დაფიქსირებას აიძულებენ ადამიანებს. ახალგაზრდების მომავლის სახელით, ბავშვებს მახინჯ მაგალითს აძლევენ. ვხედავთ, რომ ოპოზიციის ფსევდო ლიდერები, საზოგადოების წინაშე ბოლომდე გამოსვლასაც ვერ ბედავენ, იმდენად, რამდენადაც საკუთარი რეიტინგებიც იციან და წარსული დანაშაულებიც. ის, რაშიც ნამდვილად წარმატებით ლიდერობენ, ეს არის ხალხის მოტყუება, უკულტურობა, ბულინგი და ადამიანებს შორის სიძულვილის თესვა. საზოგადოების დიდი ნაწილი, დიდი ხანია ამას მოთმინებით უყურებს და საკუთარ აზრს არჩევნებზე მშვიდად აფიქსირებს. არჩევანი დაფიქსირდა 26 ოქტომბერსაც, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულების ჩაშლის და ბავშვებისთვის ზეიმის წართმევის მცდელობაა, თან იმ ადამიანების თაოსნობით, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებს, რუსთაველზე კონცერტით ხვდებოდა, ეს მცდელობები დროებითი და ფუჭია. დარწმუნებული ვარ, არეულობის გეგმა შეუსრულებელი დარჩება, მაგრამ აუცილებლად შესრულდება ყველა ის დაპირება, რაც ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველს მისცა,“– განაცხადა ნინი ვარდოსანიძემ.

ასევე იხილეთ