დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის განცხადებები ასახავს იმ გეგმებს, რომლებიც რადიკალებს გააჩნიათ
„სააკაშვილის განცხადებიდან დასტურდება, რომ რადიკალები აორგანიზებენ აქციებს და ჩამოჰყავთ ხალხი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან”, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას.
„მისი განცხადებები ერთგვარად ასახავს იმ სულისკვეთებას და გეგმებს, რაც გააჩნიათ რადიკალებს. შესაძლებელია, ნამდვილად არის რაღაც ნაწილი გულწრფელად იქ გამოსული, თუმცა დიდი ნაწილი და უმეტესობა ცხადია, საააკაშვილის განცხადებიდანაც დასტურდება, რომ რეალურად აორგანიზებენ რადიკალები და ჩამოჰყავთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. და კიდე ის მესამე ნაწილი შედეგი თურმე საჭიროა, რომელი შედეგია საჭირო? უკრაინას რა შედეგიც დაუდგა, ის შედეგია საქართველოში საჭირო? ალბათ ამას გულისხმობს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „თუ ხალხი ჩამოგვყავს რეგიონებიდან, მაგალითად, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე. თუ ძალიან ბევრ ხალხს ვკრებთ, ეს არ არის უბრალოდ ფონი განცხადებებისთვის, ეს არის იმისათვის, რომ ვიმოქმედოთ. მოქმედება, შეტევა, ზეწოლა, ბოლომდე კედელთან მიყუჟება“.