დავით მათიკაშვილი ახალი არჩევნების მოსამზადებლად საბჭოს შექმნის იდეაზე: ზურაბიშვილის განცხადება რეალობას აცდენილ სისულელეს შეიძლება მივაწეროთ

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება რეალობას აცდენილ სისულელეს შეიძლება მივაწეროთ, პარალელური ამბები 1990-იან წლებში გვაქვს ნანახი და რით დასრულდა ეს, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის”, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც იქნება ახალი არჩევნების მომზადება.

„მისი ნებისმიერი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ რეალობას აცდენილ სისულელეებს შეიძლება მივაწეროთ. იმიტომ, რომ ჩვენ ეს რაღაცა პარალელური ამბები გვაქვს 1990-იან წლებში ნანახი და რით დასრულდა, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ამ ქალბატონის აყოლას, თვითონ მას და დანარჩენებს კიდევ, არავის არ ვურჩევ იმიტომ, რომ ამ „საბჭოობანას თამაშიდან“ იმ რეალობაში გადასვლას, სადაც უკვე სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებებს სჩადიან ცალკეული პირები, ალბათ იქნება მაქსიმუმ ერთი ნაბიჯი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ასევე იხილეთ