ლევან მაჭავარიანი: არანაირ ხელახალ არჩევნებზე საუბარი არ მოხდება
“არანაირ ხელახალ არჩევნებზე საუბარი არ მოხდება, ვინადან ეს არჩევნები შედგა, იყო კონკურენტული, როგორც ეუთო/ოდირმა დაადასტურა”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს გამოეხმაურა, იმის თაობაზე, რომ შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც იქნება ახალი არჩევნების მომზადება.
„აგრძელებენ რაღაც შოუების დადგმას, სახლობანას, შტაბობანას თამაშს. პარალელური პარლამენტიო, მანამდე საუბრობდნენ, ახლა რაღაც საბჭოო, ჩვენ ჩავნიშნოთ არჩევნებიო. აბსურდში არიან და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. არანაირ ხელახალ არჩევნებზე საუბარი არ მოხდება, ვინაიდან ეს არჩევნები შედგა, იყო კონკურენტული, როგორც ეუთო/ოდირმა დაადასტურა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.