ლევან მახაშვილი: კიტოვანისეული საბჭოების თუ ალტერნატიული ხელისუფლების ჩამოყალიბების მცდელობა სხვა არაფერია თუ არა არარეალისტური გეგმების გახმოვანება

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა სალომე ზურაბიშვილი განცხადებაზე ისაუბრა იმის თაობაზე, რომ შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც იქნება ახალი არჩევნების მომზადება.

„კიტოვანისეული საბჭოების თუ ალტერნატიული ხელისუფლების ჩამოყალიბების მცდელობა სხვა არაფერია თუ არა არარეალისტური გეგმების გახმოვანება და ამისი გამართლება. არც ერთ და არც მეორე ამ ტიპის არაკონსტიტუციურ გეგმებს რეალურად ქცევა არ უწერია“, – აღნიშნა მახაშვილმა.

ასევე იხილეთ