გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: მავნებელ ე.წ. პრეზიდენტ სალომეს აგიჟებენ, მიდი, დაშალე პარლამენტიო, პარლამენტის დაშლის არანაირი საფუძველი არ არსებობს

„ზოგადად, „ნაცებს“ და მთლიან რადიკალურ ოპოზიციას, უყვართ ზღაპრების შეთხზვა და მერე ამ ზღაპარში ცხოვრება. ნუ ძალაუფლება რომ ჰქონდათ, სხვებსაც აცხოვრებდნენ, თორემ მაგათი თავი ჯანდაბას. ახლა მავნებელ ე.წ. პრეზიდენტ სალომეს აგიჟებენ, მიდი, დაშალე პარლამენტიო,“ – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

„პარლამენტის დაშლის არანაირი საფუძველი არ არსებობს, მთავრობა დამტკიცებულია, ბიუჯეტი და ა.შ. ახლა კიდევ ერთ უკანონობას თუ ჩაადენინებენ, მაშინ მართლა ვერ ექნება უდარდელი სიბერე და მოუწევს წლები სხვადასხვა ინსტანციებში სიარული, იციან მაგათ, სადაც“, – აცხადებს გამსახურდია.

ასევე იხილეთ