„ერისიონი“: ხალხის დაბულინგება და შანტაჟი, არ იმღეროთ, არ იცეკვოთ, ახალი წელი და შობა არ იზეიმოთ და ბავშვები არ ჩართოთ ამაშიო, ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა

„ხალხის დაბულინგება და შანტაჟი, არ იმღეროთ, არ იცეკვოთ, ახალი წელი და შობა არ იზეიმოთ და ბავშვები არ ჩართოთ ამაშიო – ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა“, – ნათქვამია „ერისიონის“ განცხადებაში, რომელიც ანსამბლმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„სიმღერა, ცეკვა, ქართული კულტურა და იდენტობა, შეუცვლელი და ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია ყველა დანარჩენისგან.

ხალხის დაბულინგება და შანტაჟი, არ იმღეროთ, არ იცეკვოთ, ახალი წელი და შობა არ იზეიმოთ და ბავშვები არ ჩართოთ ამაშიო – ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა ნებისმიერი მიზეზის თუ საბაბის მიუხედავად!

ჩვენ ყოველთვის ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და არავის აქვს უფლება, ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს!“ – აცხადებს „ერისიონი“.

 

ასევე იხილეთ