გიორგი გამსახურდია გეგა მგალობლიშვილზე: პუტჩისტების ნაშიერები ხედავთ როგორ აგდებულად იხსენიებენ ბუნკერს და იმ პერიოდის მოვლენებს? ამ უთავმოყვარეოზე არაფერს დავწერ, რაც ეს მიშას და მის დაცვას ნაცემი ჰყავს, რუსის “ბარაბანს” არ მოხვედრია

“ეს პუტჩის და პუტჩისტების ნაშიერები, ხედავთ როგორ აგდებულად იხსენიებენ ბუნკერს და იმ პერიოდის მოვლენებს? ვისაც აღქმების უნარი აქვს, ზუსტად ჩასწვდება ამ ინდივიდის ცინიზმს”, – წერს გიორგი გამსახურდია, 2008-2009 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გეგა მგალობლიშვილზე.

კერძოდ, გამსახურდია ეხმიანება მგალობლიშვილის განცხადებას, რომელშიც მან აღნიშნა, რომ “ბუნკერში აკურთხებენ ახალ პრეზიდენტს თუ სხვაგან, ამით არაფერი იცვლება”. გამსახურდიას თქმით, ვინაიდან წინამორბედებს სათანადო პასუხი არ მოეთხოვათ, მგალობლიშვილი და მისი თანამოაზრეები უარესისთვის არიან მზად.

“ეს პუტჩის და პუტჩისტების ნაშიერები, ხედავთ როგორ აგდებულად იხსენიებენ ბუნკერს და იმ პერიოდის მოვლენებს? ვისაც აღქმების უნარი აქვს, ზუსტად ჩასწვდება ამ ინდივიდის ცინიზმს. არ მოეთხოვათ ამათ წინამორბედებს სათანადო პასუხი და შესაბამისად, უარესისთვის მზად არ არიან. ამ უთავმოყვარეოზე არაფერს არ დავწერ, რაც ეს მიშას და მის დაცვას ნაცემი ჰყავს, რუსის ბარაბანს არ მოხვედრია, გახსოვთ ალბათ ეგ ამბებიც”, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ