ლავროვის განცხადებით, საფრანგეთი რუსეთს უკრაინის საკითხზე კიევის გარეშე დიალოგს სთავაზობდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ და უცხოურ მედიასთან პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება, დახურული არხების მეშვეობით, მოსკოვს უკრაინის კრიზის მოგვარებას კიევის ხელისუფლების გარეშე სთავაზობდა.

“რამდენჯერმე დახურული არხების მეშვეობით ფრანგი კოლეგები გვიკავშირდებოდნენ: “მოდით, დაგეხმარებით, დავამყაროთ დიალოგი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით”. სხვათა შორის, უკრაინის გარეშე”, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, მოსკოვი ყოველთვის მზად არის დიალოგისთვის, თუმცა თავად პარიზი არღვევს მის მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის არავითარ დიალოგს არ აწარმოებს უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე.

ასევე იხილეთ