პუტინმა განაცხადა, რომ სლოვაკეთი მზად არის, უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების პლატფორმა უზრუნველყოს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სლოვაკეთი მზად არის, უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების პლატფორმა უზრუნველყოს.
„რაც შეეხება მოლაპარაკებების ადგილს, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ თუ საქმე მოლაპარაკებებამდე მივა, ისინი უზრუნველყოფენ პლატფორმას ასეთი მოლაპარაკებებისთვის [სლოვაკეთში]. დიახ, ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ, თუ საქმე აქამდე მივა. რატომაც არა? სლოვაკეთი ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, ეს ჩვენთვის მისაღები ვარიანტია“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.