დავით მათიკაშვილი ინაუგურაციაზე: სპეციალურად ამ თარიღისთვის რამდენიმე ეგზემპლარად დაიბეჭდა კონსტიტუცია, მათ შორის, ერთი ეგზემპლარი განკუთვნილი იქნება სწორედ ფიცის დასადებად
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პირველად ხდება არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია.
როგორც მან „ქრონიკასთან“ საუბრისას აღნიშნა, ინაუგურაცია პარლამენტის სასახლეში გაიმართება.
„სპეციალურად ამ თარიღისთვის დაიბეჭდა კონსტიტუცია რამდენიმე ეგზემპლარად. მათ შორის, ერთი ეგზემპლარი განკუთვნილი იქნება სწორედ ფიცის დასადებად“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ორ დღეში პარლამენტში საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. ინაუგურაციაზე მიწვეული არიან პირები, რომელთაც პრეზიდენტი აირჩიეს, ასევე ყველა კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი.