გიორგი კალანდარიშვილმა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

ენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს მიუსამძიმრა.

მან აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„საქართველოს ცენტრალური კომისიის სახელით, გვსურს ღრმა მწუხარება გამოვხატოთ აზერბაიჯანელი ხალხის წინაშე, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა გამო. შეძრულები ვართ ამ ტრაგედიით და თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ მეგობრებს, აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და აზერბაიჯანელ ხალხს“, – ჩაწერა გიორგი კალანდარიშვილმა სამძიმრის წიგნში.

Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან 25 დეკემბერს ჩამოვარდა. ის ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. კატასტროფისას თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 38 დაიღუპა.

თავდაპირველად საუბარი იყო იმაზე, რომ თვითმფრინავს ჩიტები შეეჯახნენ, რამაც ავიაკატასტროფა გამოიწვია, თუმცა შემდეგ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, რომ თვითმფრინავი რუსების მიერ ნასროლმა „ხმელეთი-ჰაერის“ ტიპის რაკეტამ დააზიანა, რამაც მისი ჩამოვარდნა განაპირობა.

ასევე იხილეთ