მამუკა მდინარაძე: ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება ხოლმე და ოპოზიციას- უცხოელების

„კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ჩვენსა და აგენტურულ ოპოზიციას შორის: ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება ხოლმე და მათ – უცხოელების”, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ამიტომ არის მმართველი გუნდი დაუმარცხებელი.

„კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ჩვენსა და აგენტურულ ოპოზიციას შორის – ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება ხოლმე და მათ – უცხოელების. ამიტომაც ვართ დაუმარცხებლები. ისე, რა საცოდავ დღეში არიან, სხვაგან დამარცხებულების უსუსურ და უშედეგო კუდისქნევას რომ ზეიმობენ“, – წერს მდინარაძე.

ასევე იხილეთ