ლალი მოროშკინა: მხარს ვუჭერს იმ კურსს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა აიღო 2012 წელს და ღირსეულად მოიყვანა ქვეყანა აქამდე ომის გარეშე!

„35 ყველაზე მდიდარი რესტორანი მოსკოვში დღეს ქართულია. ამ სარესტორნო ბიზნესის უმეტესობის უკან დგანან ის ნაციონალები, რომლებიც აფინანსებენ ოპოზიციის დესტრუქციულ აქციებს თბილისში”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ ჟურნალისტთა ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებით“ ცეცხლს უკიდებდნენ პოლიციელებს, იმ დაკავებულთა შორის 8-9 ადამიანი რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.

„2008 წელს, როდესაც სააკაშვილმა საქართველოს მთელი რესურსები, სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთს, ზუსტად მაშინ, რამდენიმე ბიზნესმენმა ითხოვა რუსეთთან კავშირი იმისთვის, რომ თავისი საქონელი შეეტანათ რუსულ ბაზარზე, ასე აღმოჩნდა რუსეთში „ნაბეღლავი“, „თბილღვინო“, „კოკა-კოლა“ და 100-ზე მეტი სხვა კომპანია, რომლებიც დღეს რუსულ ბაზარზე ოპერირებენ. რუსეთში ძალიან კარგად მუშაობს ქართული რესტორნების ბიზნესი. 35 ყველაზე მდიდარი რესტორანი მოსკოვში დღეს ქართულია. ამ სარესტორნო ბიზნესის უმეტესობის უკან დგანან ის ნაციონალები, რომლებიც აფინანსებენ ოპოზიციის დესტრუქციულ აქციებს თბილისში. გვახსოვს, როდესაც ჩვენმა სამართალდამცველებმა დააკავეს ადამიანები, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებით“ ცეცხლს უკიდებდნენ ჩვენს პოლიციელებს, იმ დაკავებულთა შორის 8-9 ადამიანი რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. ისინი ასრულებენ იმ ნაციონალების დავალებას, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და ძალიან დიდი ბიზნესები აქვთ. სხვათა შორის, ძალიან რომ უყვარს ჩვენს კვაზი ელიტას სასტუმროები, მათი ფილიალები და სათავო ოფისები მოსკოვშია. როგორ წარმოვიდგინო, რომ ეს არ იციან.

ძალიან შეწუხდნენ ბიზნესმენები და შეხვდნენ პრემიერ-მინისტრს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა, იმიტომ, რომ დაცარიელებულია სასტუმროები, წელიწადის ამ დროს ჯავშნებს ვერ ავუდიოდით, დღეს კი, აღარ შეიმჩნევა ტურისტების ნაკადი. ბიზნესის დიდ ნაწილს საქართველოში დღეს ტურიზმი კვებავს. როდესაც ხალხს აქეზებდნენ ქუჩაში გასვლისკენ, უნდა სცოდნოდათ, რომ დაცარიელდებოდა ტურისტებისგან ქვეყანა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვპასუხობთ იმ ლობისტებს, რომლებსაც არ გამოუვიდათ საქართველოში მეორე რევოლუცია, – აუცილებლად შევხვდებით ახალ წელს ახალი პრეზიდენტით, მხარს ვუჭერს იმ კურსს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა აიღო 2012 წელს და ღირსეულად მოიყვანა ქვეყანა აქამდე ომის გარეშე, ეკონომიკური ორნიშნა ზრდით. აუცილებლად ჩვენ ხელში იქნება გასაღები, რომელიც დაგვიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს”, – აღნიშნა ლალი მოროშკინამ.

ასევე იხილეთ