ტიერი მარიანი: საქართველოში ჩატარდა ლეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები, არჩეულია ახალი პრეზიდენტი, თუ არსებობს დემოკრატიისადმი პატივისცემა, აქციები უნდა შეწყდეს

J

“საქართველოში ჩატარდა ლეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები. არჩეულია ახალი პრეზიდენტი. თუ არსებობს დემოკრატიისადმი პატივისცემა, აქციები უნდა შეწყდეს, რადგან ეს შედეგის მომტანი არ არის”,  – განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა.

იგი საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

„მაკვირვებს ეს დემონსტრაციები და შოკის მომგვრელია ისიც, რომ კოლეგები ევროპარლამენტიდან ჩატარებული არჩევნების წინააღმდეგ გამოდიან. თუ ხალხს კონსტიტუციისა და დემოკრატიის პატივისცემა სურს, მაშინ აქ ყველაფერი ნათელია.

საქართველოში ჩატარდა ლეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები. არჩეულია ახალი პრეზიდენტი. თუ არსებობს დემოკრატიისადმი პატივისცემა, აქციები უნდა შეწყდეს, რადგან ეს შედეგის მომტანი არ არის.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა შეწყვიტონ ომობანას თამაში, რადგან მათი მიზანია ქაოსი და მაიდანიზაცია. ახლა აუცილებელია, ხელისუფლებას მიეცეს ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა. ახლა არ არის სანქციების დრო. ახლა ერთად მუშაობის დროა. ვიმუშაოთ მშვიდობისთვის ევროპაში“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ასევე იხილეთ