ირაკლი კობახიძე: როგორც არ შეიძლება, სახელმწიფო ერეოდეს ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, პირდაპირ შეიჭრას ბიზნესი პოლიტიკაში, ეს არის ზოგადი პრინციპი

„როგორც არ შეიძლება, სახელმწიფო ერეოდეს ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე ანალოგიურად არ შეიძლება, პირდაპირ შეიჭრას ბიზნესი პოლიტიკაში, ეს არის ზოგადი პრინციპი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 100-ზე მეტი ბიზნესმენი ესწრებოდა შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც ყველა თემაზე შედგა საუბარი.

„ჩვენ ყველაფერზე გვქონდა საუბარი ამ ადამიანებთან, ჩვენი პრინციპები კიდევ ერთხელ გავუზიარეთ მათ. ბიზნესი არის თავისუფალი და დარჩება თავისუფალი, ეს არის 2012 წლის შემდეგ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი და მიღწევა. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი თვისებრივად არ ჩაერიოს ისეთ პოლიტიკურ საკითხებში, რომელიც არის თვისებრივად, თავისი არსით პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. როგორც არ შეიძლება, სახელმწიფო ერეოდეს ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე ანალოგიურად არ შეიძლება, პირდაპირ შეიჭრას ბიზნესი პოლიტიკაში, ეს არის ზოგადი პრინციპი. ჩვენთვის არავითარი არსებითი ზიანის მოტანა არ შეუძლია ასე პირდაპირ შეჭრას ბიზნესის მხრიდან პოლიტიკაში, მაგრამ ზოგადად პრინციპები არის დასაცავი“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ასევე იხილეთ