ვილი სანიოლი: ჩვენ ერთნი ვართ იმიტომ, რომ ვიცით, როგორ უნდა ვიმუშაოთ, ვიცით, რას უნდა მოვაღწიოთ
„ჩვენ ერთნი ვართ იმიტომ, რომ ვიცით, როგორ უნდა ვიმუშაოთ, ვიცით, რას უნდა მოვაღწიოთ. გამარჯვებამდე იყო დიდი გზა, დიდი მოგზაურობა, ჩავარდნები და აღმასვლები, კარგი და ცუდი ფაზები, მაგრამ ეს ყველაფერი ღირდა”, – განაცხადა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
მან აღნიშნა, რომ ნაკრების წარმატება ბევრი დეტალის ერთობლიობის შედეგია.
„ეს ყველაფერი ფეხბურთის ფედერაციის პოზიტიური მიღწევების, თავიანთ კლუბებში ცალკეული ფეხბურთელების პოზიტიური მიღწევების, ნაკრებში კარგი და სწორი დამოკიდებულების შედეგია. ადრე ადამიანები ოცნებობდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებაზე, ისინი მხოლოდ ოცნებობდნენ. რაღაც დროს უნდა შეწყვიტო ოცნება და გააკეთო მაქსიმალური. მგონი, რომ ფეხბურთელები მიხვდნენ ამას, იგრძნეს, რომ ეს შესაძლებელი იყო და იმუშავეს თავდაუზოგავად. ჩვენ წარმატების ფორმულა არ გვაქვს. ეს არ არის ჯადოსნური რამ, ეს იყო ბევრი პატარა დეტალის ცვლილება, რამაც ეს წარმატება შესაძლებელი გახადა“, – აღნიშნა ვილი სანიოლმა.