ირაკლი კირცხალია: ვინ, თუ არა ბიზნესმა უნდა იცოდეს, რას ნიშნავს პრაგმატული და გონივრული პოლიტიკა
„რომელი პოლიტიკის დამსახურებაა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელი პოლიტიკის დამსახურებაა თუნდაც რომ ვაჭრობენ რუსეთთან დღეს და ნებისმიერი მიმართულებით საქართველოდან. იმპორტით არიან დაკავებული თუ ექსპორტით, ეს არ არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის დამსახურება?”, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ პეტიციაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“.
„ვინ, თუ არა ბიზნესმა უნდა იცოდეს რას ნიშნავს პრაგმატული და გონივრული პოლიტიკა. თავიანთივე რაღაცა პირფერობაში, ორმაგ – სამმაგ სტანდარტებში და ვიწრო მერკანტილურ ინტერესებში გამომჟღავნდნენ ამ ქმედებებით.
მსხვილი და საშუალო ბიზნესი, რომელიც გვხვდება ხელმომწერ კომპანიებს შორის, გამოიკვეთა მათი პოლიტიკური ანგაჟირებულობის საკითხი, პოლიტიკური მიკერძოებულობის საკითხი. რეალურად ესენი არიან ის კომპანიები ამ კომპანიების უკან მყოფი ის დამფუძნებლები, რომელსაც რაღაც ვიწრო პარტიული ინტერესები ამოძრავებთ, რომლებსაც შეიძლება რაღაც კონტაქტები აქვთ ოპოზიციურ ძალებთან, შეიძლება ზოგი უფრო კომფორტულად რაღაც მონოპოლიების დროს გრძნობდა თავს.
ახლა რეალურად თავისუფალი არის ბიზნესიც და ნებისმიერი სხვა ბიზნესმენიც, რომელიც კეთილსინდისიერად და კანონიერად აწარმოებს ბიზნესს“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.