გიორგი ვოლსკი: შესაძლოა, სანქციების მასშტაბმა და სიმკაცრემ ის მოლოდინები ვერ გაამართლა, რომელიც ჩვენს ამ ბედოვლათ ოპონენტებს ჰქონდათ
„შესაძლოა, სანქციების მასშტაბმა და სიმკაცრემ ის მოლოდინები ვერ გაამართლა, რომელიც ჩვენს ამ ბედოვლათ ოპონენტებს ჰქონდათ”, – განაცხადა სანქციებზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
იგი ასევე ქუჩის საპროტესტო გამოსვლებსაც შეეხო და ოპოზიციის მიერ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნასაც.
„არავითარი არჩევნები!“, – ამბობს მაგალითად ცისკარიშვილი – „არჩევნებს ისევ მოგვიგებენ“, იმას არ ამბობს, მაგრამ ასე გამოდის. „ხელისუფლება უნდა ჩამოინგრეს, ვინც დასაჭერია, უნდა დაიჭირონ, ვინც დასახვრეტია, უნდა დაიხვრიტოს; ვისაც რაც წასართმევი აქვს, წაართვან – სიცოცხლე, მატერიალური, ღირსება, თავისუფლება და ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს არჩევნები“ – ეს მათი პროექტია. ვინც ქუჩაშია გამოსული, იმათ პირდაპირ ვერ ეუბნებიან, რადგან არ უნდათ, რომ დაიშალოს ეს ხალხი – ვინც დაარწმუნეს, რომ არჩევნების გაყალბება მართლაც შესაძლებელია“, – განაცხადა ვოლსკიმ.