ბოლო მონაცემებით, მუანის აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა
ბოლო მონაცემებით, მუანის აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მაშველებმა ბორტზე მყოფი, ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა შეძლეს. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
„ეიბისი ნიუსის“ ცნობით, ავიაკატასტროფას გადარჩენილი ორი ადამიანი საშიში დაზიანებებით ინტენსიური განყოფილების კლინიკაში გადაიყვანეს.
ამასთან, სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, მსხვერპლთა იდენტიფიკაციის პროცესის დაჩქარებას ცდილობენ.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია „Jeju Air“-ის კუთვნილმა ბოინგ 737-800-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა იმ დროს განიცადა, როდესაც მუანის საერთაშორისო აეროპორტში უნდა დაშვებულიყო. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავს შასი არ გაეხსნა, რის გამოც, ასაფრენ ბილიკზე კორპუსით დაეცა.
საჰაერო ხომალდში 181 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 6 ეკიპაჟის წევრი იყო, 175 კი მგზავრი.
სამხრეთ კორეაში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა.