მიხეილ სააკაშვილი: ვიდრე ხალხი სელფს არ გადაიღებს ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე და არ დაათვალიერებს ისე, როგორც სირიელმა ხალხმა დაათვალიერა ასადის სასახლე, თავისუფალი არჩევნები არ იქნება
„თქვენ რა, მართლა სერიოზულად გგონიათ, რომ ესენი რამე მოლაპარაკებაზე წამოვლენ? დაიმახსოვრეთ კარგად – საქართველოში ჩატარდება თავისუფალი არჩევნები ძალიან მალე, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხი სელფს გადაიღებს ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სანამ ქართველი ხალხი არ შევა და არ დაათვალიერებს ივანიშვილის აკვარიუმს ისე, როგორც სირიელმა ხალხმა დაათვალიერა ასადის სასახლე, არანაირი თავისუფალი არჩევნები საქართველოში არ იქნება.
„სანამ ქართველი ხალხი არ შევა და არ დაათვალიერებს ივანიშვილის აკვარიუმს ისე, როგორც სირიელმა ხალხმა არ დაათვალიერა ასადის სასახლე, არანაირი თავისუფალი არჩევნები საქართველოში არ იქნება, მაგრამ ეს დროც ძალიან მალე მოვა, რადგან ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ მას კიდევ აქვს რაღაც შანსი, რომ არ მოხდეს მისი აკვარიუმის დათვალიერება. მას ჰგონია, არაფერი, რა მოხდა, ივლიან, ირბენენ და დაიღლებიან, მოისყიდის, დაქანცავს, გამოფიტავს, გადაკიდებს და მერე მაინც დარჩება. მთავარი, რაშიც იგი აგებს, მათ მხარეს არ არის ინტელექტი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.