ირაკლი კობახიძე: დონალდ ტრამპს სალომე ზურაბიშვილი არსად არ მიუწვევია, არის ამერიკელი კუბილიუსი, რომელმაც მიიწვია მოქალაქე ზურაბიშვილი აშშ-ში

„დონალდ ტრამპს სალომე ზურაბიშვილი არსად არ მიუწვევია, არის ამერიკელი კუბილიუსი, რომელმაც მიიწვია სალომე ზურაბიშვილი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოქალაქე ზურაბიშვილი საერთოდ აღარ არის საინტერესო.

„დონალდ ტრამპს სალომე ზურაბიშვილი არსად არ მიუწვევია, არის ამერიკელი კუბილიუსი, რომელმაც მიიწვია სალომე ზურაბიშვილი, მოქალაქე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის ამერიკელი კუბილიუსი, ძალიან მარტივად შემიძლია გითხრათ.

ჩვენ არ ველოდებით ამერიკელი კუბილიუსისგან მოწვევას. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე იხილეთ