ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ „მომავლის გზის“ აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადასცა
დამდეგი 2025 წელი ბავშვებს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე მარიკა გოგოლაძემ და გამგეობის წევრებმა ირმა გოგიამ, ეკატერინე მარშანიამ და დავით იმნაძემ მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
სტუმრები ფონდ „მომავლის გზის“ აღსაზრდელების საახალწლო ღონისძიებასაც დაესწრნენ. ბავშვებმა სპეციალურად ამ დღისთვის სხვადასხვა მუსიკალური წარმოდგენა დადგეს და წაიკითხეს ლექსები.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობა, უკვე წლებია, რაც სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობს და ბავშვთა სახლებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარება.