უკრაინამ დრონებით ოკუპირებული სევასტოპოლი, ორიოლი და სმოლენსკი დაბომბა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის მიერ ოკუპირებული სევასტოპოლი, ორიოლისა და სმოლენსკის ოლქები დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, სმოლენსკის ოლქში დაბომბვის შედეგად იარცევოს ნავთობის ბაზა დაიწვა. აღსანიშნავია, რომ სმოლენსკის ოლქი უკრაინას არ ესაზღვრება. უკრაინასა და სმოლენსკის ოლქს შორის მოქცეულია ბრიანსკის ოლქი და ბელარუსის ნაწილი.
ამასთან ერთად, ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა, რომ ბრიანსკის ოლქის თავზე 19 უკრაინული კამიკაძე-დრონის ჩამოგდება მოხერხდა.