სამხრეთ კორეის სასამართლომ იმპიჩმენტგამოცხადებული პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა
სამხრეთ კორეის სასამართლომ იმპიჩმენტგამოცხადებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დაკავებისა და მისი ოფისის ჩხრეკის შესახებ ორდერები გასცა.
გავრცელებული ცნობით, მის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს, იყო თუ არა იუნ სუკ იოლის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება ამბოხება.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა 3 დეკემბერს ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა და მან მიმართა ასეთ ზომას კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად.
მოგვიანებით იუნ სოკ იოლმა საომარი მდგომარეობა გაუუქმა. 14 დეკემბერს სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენა.