ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა
ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა.
„დღეს ჩვენთვის მწუხარების დღეა — გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაფერაშვილი. ლაფერას უდროოდ წასვლა განუზომელი პერსონალური და პროფესიული დანაკლისია. ვიზიარებთ და ვუერთდებით მისი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების ღრმა მწუხარებას“, – წერს ტელეკომპანია „ფორმულა“.
„რეპორტიორი“ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს.