შალვა პაპუაშვილი: როდესაც საერთო საკითხებზე იქნება მსჯელობა, არასდროს დავივიწყოთ, ვისი გორისები ვართ, საიდან მოდის ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ეროვნული იდენტობა

„ნდობა, რომელიც დამყარებული არის გამოცდილებაზე”, – ასე აფასებს „ქრონიკასთან“ საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ნებისმიერ გაერთიანებაში ყოფნა გულისხმობს მეტ ინტერაქციას სხვა ერებთან. როდესაც საერთო საკითხებზე იქნება მსჯელობა, არასდროს დავივიწყოთ, ვისი გორისები ვართ, საიდან მოდის ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ეროვნული იდენტობა,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხელისუფლება აგრძელებს ყველა იმ ნაბიჯის გადადგმას, რაც ქვეყანას ევროკავშირის წევრობისთვის მოამზადებს.

„დღეს ვდგავართ 2024 წლის ბოლოში, არა თუ განაცხადი შევიტანეთ, არამედ გვაქვს კანდიდატი სტატუსი. წინა 4 წლის განმავლობაში 200-ზე მეტი კანონი მივიღეთ, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ-სამართლებრივ დაახლოებას ევროკავშირის სივრცესთან და მომავალშიც არანაკლები საქმე გვაქვს გასაკეთებელი.

გამოცდილება გვაჩვენებს, რომ 2028 წელსაც, ჩვენ ვიქნებით მოწინავე ქვეყანა განვითარების ტემპებით, მოწინავე ქვეყანა როგორც ინსტიტუციურად და ეკონომიკურად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ