აშშ-ში, ნიუ ორლეანში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა

აშშ-ში, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში, ბურბონ სტრიტზე სატვირთო მანქანა ხალხს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაიღუპა ათი ადამიანი. ოფიციალური პირების განცხადებით, შემთხვევა პოპულარულ ტურისტულ უბანში მოხდა, სადაც ახალი წლის აღსანიშნავად უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც CBS News-სს თვითმხილველებმა განუცხადეს, თეთრი სატვირთო მანქანა დიდი სიჩქარით შევარდა ხალხში ბურბონ სტრიტზე, შემდეგ მძღოლი გადმოვიდა და იარაღიდან სროლა დაიწყო, რასაც პოლიციამ საპასუხო ცეცხლით უპასუხა.

ნიუ ორლეანის მერიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაშავებული 30 ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოებში და, სულ მცირე, 10 ადამიანია დაღუპული.

ასევე იხილეთ