ტრამპი: ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოში დაცინვის ობიექტი გახდა – ასე ხდება, როდესაც გყავს სუსტი, არაეფექტური და პრაქტიკულად არარსებული ხელმძღვანელობა
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ახალ ორლეანში მომხდარ ტერორისტულ აქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ „მთელ მსოფლიოში დაცინვის ობიექტი“ გახდა.
„ჩვენი ქვეყანა კატასტროფაა, მთელ მსოფლიოში დაცინვის ობიექტი გახდა. ეს არის ის, რაც ხდება, როდესაც თქვენ გაქვთ ღია საზღვრები, სუსტი, არაეფექტური და პრაქტიკულად არარსებული ხელმძღვანელობით“, – აღნიშნა დონალკდ ტრამპმა.
მისი თქმით, იუსტიციის დეპარტამენტმა, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და „დემოკრატმა“ პროკურორებმა არ შეასრულეს თავიანთი სამუშაო.
„ისინი არაკომპეტენტურები და კორუმპირებულები არიან, რადგან მთელი თავიანთი დრო პოლიტიკურ ოპონენტზე უკანონო თავდასხმებზე დახარჯეს და არა ამერიკელების დაცვაზე გარედან და შიგნიდან. “დემოკრატებს” საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეთ, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში დაუშვეს. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო უნდა ჩაერთოს ახლავე, სანამ გვიანი არ არის. აშშ ინგრევა – უსაფრთხოების, ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ძალადობრივი ეროზია ხდება ჩვენს ქვეყანაში. მხოლოდ ძალა და ძლიერი ლიდერობა შეაჩერებს ამას. შევხვდებით 20 იანვარს“, – განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა.