სენატორი მაიკ ლი: დიდმა ბრიტანეთმა უნდა გაათავისუფლოს ტომი რობინსონი – თუ ეს არ მოხდება, შედეგები უნდა დადგეს
„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, მაიკ ლიმ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
„დიდმა ბრიტანეთმა უნდა გაათავისუფლოს ტომი რობინსონი. თუ ეს არ მოხდება, შედეგები უნდა დადგეს“, – აღნიშნა ამერიკელმა სენატორმა.
გასული წლის ოქტომბერს ტომი რობინსონს 18 თვით პატიმრობა მიუსაჯეს სირიელი ლტოლვილის მიმართ, სასამართლო განკარგულების მიუხედავად, ცრუ ბრალდებების გამეორებისთვის.
https://twitter.com/BasedMikeLee/status/1874704934421365194