რობერტ ფიცო უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტასთან დაკავშირებით საპასუხო ზომებს განიხილავს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მისი მთავრობა განიხილავს ზომებს უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის საპასუხოდ.

ფიცომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას „ზელენსკის მხრიდან საბოტაჟი“ უწოდა და განაცხადა, რომ ამის გამო მისი ქვეყნის ზარალი წელიწადში 500 მილიონ ევროს შეადგენს.

მან დაადასტურა, რომ სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლები მომავალ სამშაბათს ბრიუსელში ტრანზიტის შეჩერების საკითხს განიხილავენ.

სლოვაკეთის პრემიერის თქმით, სლოვაკეთისთვის ერთადერთი გამოსავალი სიტუაციიდან არის ან გაზის ტრანზიტის აღდგენა ან კომპენსაცია.

„Smer-SD-ის [ფიცოს პარტია] სახელით ვაცხადებ, რომ მზად ვართ, მოლაპარაკება ვაწარმოოთ და კოალიციაში შევთანხმდეთ [უკრაინისათვის] ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტაზე და სლოვაკეთის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერის მნიშვნელოვან შემცირებაზე“, – აღნიშნა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.

ასევე იხილეთ