top_leaderboard

გივი მიქანაძე: ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური, მაგრამ რეალური გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს საქართველოს ეკონომიკა

x

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე აცხადებს, რომ საქართველოში ინფლაციის დაბალი დონე სწორ პოლიტიკისა და სწორ ეკონომიკურ ნაბიჯებს უკავშირდება.

„ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა პრაგმატულმა პოლიტიკამ, მიუხედავად გლობალური და შიდა გამოწვევებისა, აჩვენა, რომ პროცესები წარიმართა ძალიან სწორად და ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ მინიმალური მაჩვენებლის კომპონენტი ყოფილიყო ინფლაციასთან მიმართებაში. ეს პოლიტიკა გაგრძელდება 2025 წელს. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური, მაგრამ რეალური გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს საქართველოს ეკონომიკა და თითოეული მოქალაქე ამ პროცესების კეთილდღეობას იგრძნობს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ყველაზე მეტად წვლილი სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა შეიტანა.

ასევე იხილეთ