მიხეილ დუნდუა: სახეზე გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა
სახეზე გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქსტატის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა.
მისი თქმით, 5 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო არის მსოფლიოში მეორე ადგილზე.
„დაბალი ინფლაცია და მაღალი ეკონომიკური ზრდა არიოს ის მიზანი, რასაც ეწოდება ეკონომიკური პოლიტიკის სწორად წარმართვა. სახეზე გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის კლასიფიკაციით, 5 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო არის მსოფლიოში მეორე ადგილზე, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში არის პირველ ადგილზე, რაც ძალიან დიდი მიღწევაა. საქართველო გააგრძელებს მომდევნო წლებშიც მაღალი ეკონომიკური ზრდის დემონსტრირებას“, – აღნიშნავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.