სირიაში მეამბოხეების ლიდერმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ხელი არ ჩამოართვა
სირიელი მეამბოხეების ლიდერმა და სირიის ახალმა დე ფაქტო მმართველმა აჰმედ ალ შარაამ დამასკოში მიიღო გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, მაგრამ გერმანელ მინისტრს ხელი არ ჩამოართვა, რადგან ის ქალია. ამის შესახებ Spiegel იუწყება.
შარაამ, ისლამისტური მეამბოხე ჯგუფის Hayat Tahrir al-Sham-ის ლიდერმა, ანალენა ბერბოკი და ჟან-ნოელ ბარო ბაშარ ალ-ასადის ძველი საპრეზიდენტო სასახლში მიიღო. შარაამ ჟან-ნოელ ბარო ხელი ჩამოართვა, ბერბოკს კი არა.
თუმცა, გამოცემის თანახმად, ჯერ კიდევ დამასკოში გამგზავრებამდე ბერბოკსა და ბაროს აცნობეს, რომ შარა და მამრობითი სქესის მმართველები ქალებს ხელის ჩამორთმევით არ ესალმებიან.
„ჩვენ, როგორც ევროკავშირი, მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა სირიაში ხალხმა შეძლოს ისევ თავისუფლად ცხოვრება“, – განაცხადა ბერბოკმა.