top_leaderboard

ანტონიო კონტე: კვარაცხელია „ფიორენტინასთან“ მატჩს გამოტოვებს

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ „ფიორენტინასთან“ ახალი წლის პირველ შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ფლორენციელებთან მატჩში გუნდს ხვიჩა კვარაცხელია და მატეო პოლიტანო დააკლდებიან.

„ფლორენციაში პოლიტანო არ იქნება, რადგან ბოლო ერთი კვირაა გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ვერც კვარაცხელია დაგვეხმარება. ეს გაუთვალისწინებელი მოვლენები გუნდის ნაწილია. კვარაცხელია ჯერ მუხლის ტრავმისგან ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა და ახლა მას კუნთის დაჭიმულობაც დაემატა“, – განაცხადა კონტემ.

სიახლე „ნაპოლის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გუნდის პრესსამსახურმაც დაადასტურა.

„ხვიჩა კვარაცხელია და მატეო პოლიტანო ფლორენციაში გუნდთან ერთად არ იქნებიან. კვარამ პარასკევს ვარჯიშზე კუნთი დაიზიანა. პოლიტანოს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რის შედეგადაც მარცხენა ფეხის კუნთის დაჭიმვა გამოვლინდა“, – წერია კლუბის ვებგვერდზე.

2025 წლის პირველ მატჩში „ნაპოლი“ „ფიორენტინას“ სტუმრად „არტემიო ფრანკიზე“ დაუპირისპირდება – მე-19 ტურის მატჩი 4 იანვარს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ