ჰაკემ ჯეფრისი: დემოკრატები იმუშავებენ რესპუბლიკელებთან საერთო ენის პოვნაზე
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი ჰაკემ ჯეფრისი აცხადებს, რომ ახალ კონგრესში დემოკრატები ორპარტიული გადაწყვეტილებების მისაღებად იმუშავებენ.
ჰაკემ ჯეფრისმა თანაპარტიელებს მოუწოდა „დაყარონ პარტიული ხმლები და აიღონ ორპარტიული სახნისი“.
„დროა, გავერთიანდეთ, არა როგორც დემოკრატები ან რესპუბლიკელები, არამედ, როგორც ამერიკელები, რათა საქმეები გავაკეთოთ ხალხისთვის. პალატის დემოკრატები იმუშავებენ რესპუბლიკელებთან საერთო ენის პოვნაზე ნებისმიერ საკითხზე, როდესაც და სადაც ეს შესაძლებელია“, – განაცხადა ჰაკემ ჯეფრისმა.