შალვა ნათელაშვილი: მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ, „ნაცმოძრაობამ“ და გახარიამ გაგვახარეს პარტიული დაფინანსების მიღებით, რაც არალეგიტიმური პარლამენტის აღიარების ტოლფასია, ამჯერად ბანკირს დაქვემდებარებულმა „ტვ პირველმა“ ანუ ხაზარვიზიამ, გახსნა პოლემიკა, თუ რომელია ლეგიტიმური პრეზიდენტი
„მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ, აგრეთვე „ნაცმოძრაობამ“ და გახარიამ გაგვახარეს პარტიული დაფინანსების მიღებით, რაც არალეგიტიმური პარლამენტის აღიარების ტოლფასია, ამჯერად ბანკირს დაქვემდებარებულმა „ტვ პირველმა“ ანუ ხაზარვიზიამ, გახსნა პოლემიკა თუ რომელია ლეგიტიმური პრეზიდენტი“, – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ ორი დღის წინ, „ტვ პირველი“ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას აღიარებდა. ის მიიჩნევს, რომ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ახლა პარლამენტის კაფეტერიაში ისხდებოდნენ, გარეთ რომ ხალხი არ იდგეს.
„მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ, აგრეთვე „ნაცმოძრაობამ“ და გახარიამ გაგვახარეს პარტიული დაფინანსების მიღებით, რაც არალეგიტიმური პარლამენტის აღიარების ტოლფასია, ამჯერად ბანკირს დაქვემდებარებულმა „ტვ პირველმა“ ანუ ხაზარვიზიამ, გახსნა პოლემიკა, თუ რომელია ლეგიტიმური პრეზიდენტი. არადა ორი დღის წინ ერთმნიშვნელოვნად ზურაბიშვილს სცნობდნენ პრეზიდენტად მხოლოდ. როგორც ჩანს, ზოგიერთებმა გაიხსენეს „შარლ მიშელი ორი“ და გაუდგნენ გზასა. ისე, ხალხი რომ არ იდგეს გარეთ და ლეიბორისტებს რომ არ ჩაგვეყარა დასანქცირების საძირკველი, ესენი ახლა, მინიმუმ პარლამენტის კაფეტერიაში იჯდებოდნენ“, – წერს შალვა ნათელაშვილი.