top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: ილია მეორეს ვულოცავ დაბადების დღეს, ვუსურვებ დღეგრძელობას ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

პაპუაშვილის თქმით, ურთულეს ეპოქაში ეკლესიას მშვიდი და ბრძენი მმართველი ჰყავს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ვულოცავ დაბადების დღეს. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ურთულეს ეპოქაში გვყავს ეკლესიის მშვიდი და ბრძენი მმართველი, რომლის ლოცვა და კურთხევა თან გვიძღვის ჩვენი ქვეყნის გაძლიერების და გამთლიანების გზაზე. ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობას ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ