top_leaderboard

ირაკლი ღარიბაშვილი: ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, რათა ჩვეული სიბრძნით, სიმშვიდითა და სიყვარულით კიდევ მრავალი წელი უწინამძღვროს ქართულ ეკლესიას!

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„გულითადად ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დაბადების დღეს!

განუზომელი და ფასდაუდებელია მისი უწმინდესობის ღვაწლი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირებაში, ქართველი ერის რწმენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში.

უახლესი ისტორიის მანძილზე გადატანილი მრავალი ქარტეხილისა თუ განსაცდელს ჟამს, ქართული საზოგადოება სწორედ უწმინდესს – სულიერი სიმტკიცისა და შეუდრეკელობის სიმბოლოს შეჰყურებდა დიდი იმედით.

ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, რათა ჩვეული სიბრძნით, სიმშვიდითა და სიყვარულით კიდევ მრავალი წელი უწინამძღვროს ქართულ ეკლესიას!“ – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

ასევე იხილეთ