top_leaderboard

ლაშა გეგეჭკორი: 2 იანვარს, რუსთაველის პროსპექტიდან, პატიმრის ზოლიან ფორმაში გამოწყობილი „როჟა“ სამშობლოს სიყვარულს მასწავლიდა…

„ასე გააპრავა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და მისი ე.წ. პრეზიდენტი, ამ ე.წ. პატრიოტმა, რომელიც სხვებს მორალს უკითხავს“, – წერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ლაშა გეგეჭკორი.

„2 იანვარს, რუსთაველის პროსპექტიდან ერთი, პატიმრის ზოლიან ფორმაში გამოწყობილი „როჟა“ სამშობლოს სიყვარულს მასწავლიდა „შე რუსო მონაო“ – ძახილის ფონზე.

თვითონ, 2019 წლის 9 ნოემბერს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადავიდა და დააკავეს.

გაასამართლეს და 1.6 წელი პატიმრობა მიუსაჯეს (როგორც ამბობენ, წამლის ბარიგობისთვის).

სასამართლოს მეორე დღესვე. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის სახელზე წერილი დაწერა და შეწყალება ითხოვა.

შეწყალების განცხადების განხილვის დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა გაითვალისწინეს, რომ პატიმარი თანამშრომლობდა მათთან, პატიმრობაში ყოფნის დროს კი წესებს იცავდა და სანიმუშოდ იქცეოდა.

„განაჩენის გამოტანის შემდეგ გაფრინდაშვილმა შეწყალების თხოვნით მიმართა პრეზიდენტს. ეს კი დანაშაულის აღიარების და სინანულის მტკიცებულებაა“, – წერია შეწყალების დასკვნაში.

2019 წლის 28 დეკემბერს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გაფრინდაშვილის მეუღლემ „ადამიანურად“ მადლობა გადაუხადა „იმას, ვინც შეიწყალა მისი მეუღლე“.

ასე გააპრავა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და მისი ე.წ. პრეზიდენტი, ამ ე.წ. პატრიოტმა, რომელიც სხვებს მორალს უკითხავს.

გადავიკითხე „ჰიპოკრატეს ფიცი“ და ამდაგვარი არაფერი წერია.

გუთენ მორგენ“, – წერს ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

 

ასევე იხილეთ